ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ პროგრესზე საუბრობს

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს წერილს უგზავნის.

საგარეო უწყების ცნობით, ალბატონი მიატოვიჩი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ამ სამაგალითო მიღწევის დაცვას და შეინარჩუნებს ქვეყანაში მრავალფეროვან, აქტიურ და პლურალისტულ მედიაგარემოს. თავის მხრივ, დუნია მიატოვიჩმა მზადყოფნა გამოხატა დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვან პროცესში და მიაწოდოს აუცილებელი რეკომენდაციები.

წერილში ქალბატონი მიატოვიჩი მადლობას უხდის მიხეილ ჯანელიძეს მიმდინარე წლის 6-7 ივლისს თბილისში გამართული რიგით მე-13 სამხრეთ კავკასიური მედიაკონფერენციის მასპინძლობისთვის. ეუთოს წარმომადგენელი განსაკუთრებით მადლიერებას გამოთქვამს კონფერენციის მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და კონსტრუქციული ორმხრივი შეხვედრისათვის.

იტვირთბა....