საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის, მეთიუ ბრაიზას კომენტარი შეაფასა:
„მე ვთხოვ ბატონ მეთიუ ბრაიზას ეს შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას თუ რატომ არის შენელებული საქართველოსკენ სვლა, იმიტომ, რომ საქართველოს არც ართი წამი, არც ართი წუთი არ შეუნელებია სვლა დასავლეთისკენ. სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით, ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც სერიოზულადაა მოცული საკუთარი, შიდა თუ რეგიონული. ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ, მაგრამ ამის გამო არანაირად არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი სვლა დასავლეთისკენ“.-განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა შემცირებულია:
„ფართო-სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველომ შეინარჩუნა ევროატლანტიკური კურსი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური სპექტრში, მათ შორის პარლამენტსა და “ქართული ოცნების” მთავრობაში, განცხადებები, რომ საქართველოს ადგილი დასავლეთში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაშია. მაგრამ ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცრიდა“-განაცხადა ბრაიზამ.