ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბეჟან გუნავა კვლავ დააკავეს: უკვე შვილთან ერთად

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე, შენობის შესასვლელის პიკეტირების მცდელობის გამო, სამართალდამცავებმა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან გუნავა და მისი შვილი დააკავეს.

დაკავების პროცესს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება, რომელსაც სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობა მართავს. ისინი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობის მათ საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ.

შსს-ს ინფორმაციით,  ბეჟან გუნავა და მისი შვილი ადმინისტრაციული კოდექსის 173 – ე მუხლით არიან დაკავებულები. სავარაუდოდ, სასამართლო პროცესი რამდენიმე საათში გაიმართება.

იტვირთბა....