ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რუსეთი ვერასდროს ვერ გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მეზობელი ერის წინააღმდეგ“

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა,  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო:

“ერთი არის რეალობა, რომ რუსეთი ვერასდროს ვერ გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მეზობელი ერის წინააღმდეგ. ის შავი ლაქა, ჯერ ოკუპაცია, შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება,  იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება. ჩვენ არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს,  მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, როგორ გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი, მცირე ერის წინააღმდეგ. რანაირად შეიძლება ბირთვულმა სახელმწიფომ თავის მეზობელ ერს ასეთი ტკივილი და ტრაგედია მიაყენოს, მერე შექმნას და  აღიაროს კვაზი სახელმწიფოები”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....