ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრად ბესლან ბარციცი დანიშნა. ხაჯიმბას განცხადებით, ე.წ. საკადრო ცვლილებები იქამდე გაგრძელდება, სანამ მთავრობა ეფექტურ მუშაობას არ დაიწყებს.
ბესლან ბარციცი მიმდინარე წლის მაისიდან ხაჯიმბას ე.წ. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა:
“დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, რომ მინისტრთა კაბინეტმა ისე იმუშაოს, როგორც ამას მიმდინარე პერიოდი საჭიროებს. პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის მუშაობაში დინამიკას და ხარისხს მოითხოვს. ერთიანი ძალისხმევით, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გავუმკლავდეს ამ ამოცანას”,- აღნიშნა ბარცვიცმა 5 აგვისტოს სხდომაზე, სადაც ის ხაჯიმბამ ოფიციალურად წარადგინა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრად.