ახალი ამბები

ბეშუმში დაშავებული ბავშვები პრემიერის ვერტმფრენით ბათუმში გადაჰყავთ

ბეშუმში სახალხო დღესასწაულისას ორი მოზარდი დაშავდა- ერთ დაშავებული ცხენიდან ჩამოვარდა, ხოლო  მეორე ბავშვს ცხენი დაეჯახა. ამ დროისთვის ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ბეშუმიდან ბათუმში პრემიერ-მინისტრის ვერტმფრენით გადაჰყავთ. ბავშვებთან ერთად იმყოფება პრემიერ-მინისტრიც.

შსს-ს ინფორმაციით, ბეშუმში დოღის დროს მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება  124-ე მუხლით -ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, დაიწყო.

იტვირთბა....