ახალი ამბები მთავარი

“არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პაპუაშვილი იტყუებოდა”

ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა:

„გამოძიება დაწყებულია, თუმცა ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ბატონი პაპუაშვილის მხრიდან, აშკარად წარმოადგენდა, ყოველ შემთხვევაში, იყო მცდელობა დისკრედიტაციის შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტებისა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასევე მოვისმინეთ მოსამართლეების განცხადებები, რომ არავითარ ზეწოლა არავის მხრიდან არ ყოფილა. ასე რომ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პაპუაშვილი იტყუებოდა. მე პირველივე დღეს გამოვთქვი ეჭვი, რომ შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო პოლიტიკური მანიპულაცია, რადგან პაპუაშვილი პირადად მიხეილ სააკაშვილის მოსამართლე იყო,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პაპუაშვილის განცხადებით მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

იტვირთბა....