აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობის მოდელს წარმოადგენს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობის მოდელს წარმოადგენს.

„საერთაშორისო ურთიერთობებში კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობის მოდელს წარმოადგენს ჩვენი ერთობლივი მუშაობა ევრაზიულ ეკონომიკურ საზოგადოებაში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, BRICS-ში, გაეროსა და კასპიის ხუთეულში რუსეთ-ცენტრალური აზიის ფორმატში“, – განაცხადა პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკებების დროს.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთსა და ყაზახეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას უწყობს ხელს.

„სამხედრო თანამშრომლობა გრძელდება და ეს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების სერიოზული ფაქტორია“, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტით გუშინ ჩავიდა. რუსეთის ლიდერს ასტანაში 30-ზე მეტი კაცისგან შემდგარი დელეგაცია ახლავს, მათ შორის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი და ცხრა ფედერალური მინისტრი. რუსეთის პრეზიდენტი ასევე მონაწილეობას მიიღებს ასტანაში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

იტვირთბა....