ახალი ამბები მთავარი

საქართველოში 8 აგვისტოს ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

 გარემოს ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით, საქართველოში 8 აგვისტოს ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.  არამდგრადი ამინდი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება, იქნება ხანმოკლე, ძლიერი წვიმა და სეტყვა. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34-დან 37 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 32-34 გრადუსი, სანაპიროზე 29-31, მაღალმთიანეთში კი 34-დან 36 გრადუსამდე.
რაც შეეხება შავი ზღვისპირეთს, უახლოესი დღეების განმავლობაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე ნალექი, ღამის საათებში მოსალოდნელია აჭარის მაღალმთიან სოფლებსა და რაჭის ტერიტორიაზე.

იტვირთბა....