აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ შეიძლება ელექტროენერგია გამოიყენებოდეს უკანონოდ – სახელმწიფო ვალდებულია, ელექტროენერგიის მოხმარება თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს ყველა კუთხეში” – ირაკლი ქადაგიშვილი

არ შეიძლება ელექტროენერგია გამოიყენებოდეს უკანონოდ – სახელმწიფო ვალდებულია, ელექტროენერგიის მოხმარება თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა მოქალაქისთვის, – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრის მიზნით, სვანეთში, გამრიცხველიანების პროცესის დაწყების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ნათელია, რომ საკითხი შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებდა.

“ეს პრობლემა რამდენიმე წელია, რაც დგას. ამასთან დაკავშირებით ჯერ იყო მცდელობა, რომ ადგილზე საზოგადოებას დაერეგულირებინა საკითხი და უკანონო ელექტროენერგიის გამოყენება მაინინგისთვის არ ყოფილიყო, მაგრამ როგორც ანალიზმა, რომელიც ვიცე-პრემიერმა წარმოადგინა, გვაჩვენა, საკითხი არ გადაწყდა. ამიტომ, ბუნებრივია, არ შეიძლება, რომ ელექტროენერგია გამოიყენებოდეს უკანონოდ, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, თვითონ ელექტროენერგიის დეფიციტს, გადატვირთვას, ფინანსურ ზარალს კომპანიისთვის, ქვეყნისთვის, ადგილობრივი მომხმარებლისთვის უამრავ პრობლემას ქმნის. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, ელექტროენერგიის მოხმარება თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა მოქალაქისთვის. მოვლენა რომ იმსახურებდა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, თვალნათელია. დღეს არის შესაბამისი პირობა იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მიღებული იქნას და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გამოეცხადოს კომპანიას, რომელიც იქ ფუნქციონირებს ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, სვანეთში, ყველა სოფელსა და დასახლებაში ელექტროენერგიის მიმართულებით გამრიცხველიანების პროცესი იწყება. შესაბამისი განცხადება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი თქმით, გამრიცხველიანების მიზანი უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრაა მესტიის მუნიციპალიტეტში. მდინარაძე ამბობს, რომ ელექტროენერგია სვანეთში გარკვეულ ლიმიტამდე კვლავ უფასო დარჩება.

იტვირთბა....