ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ეს არის მაფია, ხედავთ, ხელბორკილები დამადეს”: “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

https://www.youtube.com/watch?v=6yfGB0aZ7MI

სამართალდამცავებმა ბეჟან გუნავა დააკავეს. თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მაშინ დააკავეს, როდესაც ის სითი პარკის ოფისთან საევაკუაციო მანქანებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდა.

გუნავა ამ ფორმით სითი პარკის  საქმიანობას აპროტესტებდა. თავისუფალი საქართველოს  ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ კომპანიის საქმიანობა უკანონოა.

“ეს არის მაფია, ხედავთ, ხელბორკილები დამადეს” – ყვიროდა გუნავა.

გუნავა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს მოუწოდებდა, შეემოწმებინათ კომპანიის საევაკუაციო მანქანების საბუთები.

საპატრულო პოლიციამ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ, ბეჟან გუნავა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით, საპატრულო პოლიციის ავტომობილით გადაიყვანა.

იტვირთბა....