ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბუნდოვანია, ჩემს შვილს სახელმწიფო სახელმძღვანელოს რატომ ჩუქნის”

განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდე ჯეჯელავა “ლიბერალთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია მის შვილს სახელმწიფო უფასოდ რატომ უნდა ჩუქნიდეს სახელმძღვანელოს. მინისტრი მიიჩნევს, რომ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას, რომელთაც მაღალი შემოსავალი აქვთ თავად უნდა უზრუნველყონ სახელმძღვანელოების ყიდვა.

“ჩემს შვილს რატომ უნდა სჩუქნიდეს სახელმძღვანელოს სახელმწიფო, ბუნდოვანია, როცა შეიძლება, რომ ვიყიდოთ. ის რომ სახელმწიფო ხელს უწყობს სახელმძღვანელოების შექმნას, ამას მივესალმები. ვფიქრობ, შევქმნით სისტემას სასკოლო სახელმძღვანელოებისა და კომპიუტერის შემთხვევაშიც – ვისაც, დავუშვათ, 40 000 ლარზე მეტი აქვს შემოსავალი, შევეცადოთ, ან საერთოდ არ დავეხმაროთ, ან ნაკლები თანხით დავეხმაროთ. არ ვიცი, როდის შევცვლით, მაგრამ უნდა შევცვალოთ. ”-განაცხადა ჯეჯელავამ.

იტვირთბა....