ფეთულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი სტამბულის სასამართლოს მიერ გაცემულია,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად ოფიციალური ანკარა გიულენს მიიჩნევს. მის ექსტრადირებას თურქეთი აშშ-სგან მოითხოვს.