ლონდონში 19 წლის მამაკაცი გამვლელებს დანით დაესხა თავს. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი-დაიჭრა.
ადგილობრივი და უცხოური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამნაშავე დააკავეს.
პოლიცია სავარაუდო მიზეზად ტერორისტულ აქტს ასახელებს, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელს აშკარად გამოხატული ფსიქიკური პრობლემები აქვს.