მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები, ასევე 20-მდე მაშველი მუშაობდა. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილის ვინაობა, გარდაცვალების მიზეზი და მომხდარის სხვა დეტალები.
“მეტრონომი” შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამატებით ინფორმაციას ამ დრომდე ელის.