ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ის იყო კატასტროფა, სუსტი და არაეფექტური“: დონალდ ტრამპმა ობამა გააკრიტიკა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა გააკრიტიკა. ტელეკომპანია Fox News-ვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა ობამას პრეზიდენტობის პერიოდს „კატასტროფა“ უწოდა და ის სუსტ პრეზიდენტაც მოიხსენია.

„მე ვფიქრობ, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი.  ვფიქრობ, რომ ის იყო კატასტროფა, სუსტი და არაეფექტური“- განაცხადა ტრამპმა.

„შეხედეთ უკრაინას. ის უკრაინაში არსებულ სიტუციაზე საუბრობს, ასევე იმაზე, თუ როგორ ხისტად მოქმედებს რუსეთთან მიმართებაში. ამ დროს კი უკრაინას ყირიმი წაართვეს“, – განაცხადა ტრამპმა.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს არ აქვს საკმარისი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში იმისთვის, რომ პრეზიდენტი გახდეს.

იტვირთბა....