“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად აუქმებს:
“დღეიდან ჩემი პირადი გვერდი “ფეისბუქზე” გაუქმდება. შეიქმნება ოფიციალური გვერდი-ირმა ინაშვილი. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი.
მრავალი წლის მანძილზე ე.წ. ავატარებისა თუ კონკრეტული პირების მხრიდან უკიდეგანო ლანძღვა, მუქარა ავიტანე. ახლა ბრძოლის სხვა ეტაპზე გადავდივარ. აღარ მაქვს დრო და არა ვარ ვალდებული, რომ ყოვლადშეურაცხმყოფელი წერილები ვიკითხო – არჩევნების წინ მთელი საქართველო უნდა მოვიარო. კონცენტირებული ვარ გამარჯვებაზე!!!
ბოლო პერიოდში ეს გვერდი მრავალჯერ გატეხეს. ჩემი პროგრამისტები მუდმივად ცვლიდნენ პაროლს და პარამეტრებს. ესეც მომბეზრდა. არაა სასიამოვნო, როცა შენი სახელით მიწერილ აბსურდულ გზავნილებს გიკოპირებენ და ვერც ხსნი, რომ ეს შენ არა ხარ. ვინ აკეთებს ამას? ჭრელი სეგმენტია. მოკლედ, დიდი მადლობა ყველა ჩემს მეგობარს და ნაცნობს, რომელთანაც “ფეისბუქის” საშუალებით მქონდა ურთიერთობა. ახლა თქვენთან ურთიერთობა მექნება მხოლოდ ოფიციალური გვერდის ფორმატში და, რა თქმა უნდა, რეალურ ცხოვრებაში.
კარგად მესმის, რომ საჯარო პირი ვარ და თმენის ვალდებულება მაქვს. მესმის, რომ ვიღაცისთვის ოპონენტი, ვიღაცისთვის მიუღებელი, ვიღაცისთვის მტერიც კი ვარ. ეს მესმოდა 2012 წლის ოქტომბერში, როცა ციხეებში წამების ამსახველი ფაქტები ვამხილეთ და მესმის დღესაც. ვაგრძელებ მოქმედებას და ბრძოლას. ოდესმე ყველა მიმოწერას გამოვაქვეყნებ. თუ ამისი ატანა ადამიანს შეუძლია, არ ვიცი. არ ვიცი. წარმატებები”.