„დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრა გიორგი კვირიკაშვილმა.
ის ამ განცხადებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელისა და პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა, რომლებიც უშიშროების სამსახურის კადრის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას შეცდომას და სისტემურად არასწორ გადაწყვეტილებად აფასებენ.
„გამიჭირდება ამ კომენტარებზე რაიმე პასუხის გაცემა, რადგან, სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატური კომენტარები იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ამ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.