თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ე.წ ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი დაზარალებულების პრობლემებზე საუბარი იყო.
ხანძრის შედეგად დაზარალებულები დილიდან ითხოვნდენ თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას. დაზარალებულებმა ე.წ. ვაგზლის ბაზრობიდან თბილისის მერიასთან გადაინაცვლეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ძლიერმა ხანძარმა „ვაგზლის ბაზრობის“ ტერიტორიაზე 15 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა. მაღაზიებსა და დახლებთან ერთად, დამწვარია მეორადი ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტების სასაწყობოებიც.

