aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„მიმანიშნა, რომ მყავდა მეორე ბიჭიც“: მოქალაქე პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოქალაქე ირაკლი ქაჯაია პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. 23 წლის ქაჯაია 26 ივლისს, დილის ოთხის ნახევარზე დააკავეს ბულვარში, ერთ-ერთ ღამის კლუბთან. მას გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

დაკავების ოქმში აღნიშნულია, რომ ვიზუალური დათვალიერებით დაკავებულს რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა. გამთენიისას, ზუსტად დილის 5 საათზე, ირაკლი ქაჯაია პოლიციის შენობიდან პოლიციელების თანხლებით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაკავებულს ჩამტვრეული ჰქონდა ნეკნი და გახეთქილი ჰქონდა წარბი.

თავად ირაკლი ქაჯაია ამტკიცებს, რომ დაზიანებები პოლიციის მე-6 განყოფილების შენობაში პოლიციელებმა მიაყენეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულმა თვითდაზიანებები მიიყენა. პოლიციის შენობიდან საავადმყოფოში დაკავებულის გადაყვანამდე პოლიციელებმა ოქმში ჩაწერეს: „დაკავებულმა პოლიციის ადმინისტრაციის შენობაში თავისით იატაკს დაარტყა თავი და მიიღო დაზიანება წარბის არეში”, თუმცა სამართალდამცავების მიერ შედგენილ ოქმში ჩამტვრეული ნეკნის შესახებ არაფერია ნათქვამი.

“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია და მას პროკურატურა იძიებს.

“ბათუმელებთან” საუბარში დაზარალებულის დედა აცხადებს, რომ პოლიციელები დაემუქრნენ და მოსთხოვეს ოჯახს ეს საქმე არ გაეხმაურებინა.

“მანამდე თავი შევიკავე, როგორც თქვენთან, ასევე საიასთან კომუნიკაციაზე, რომელსაც 26 ივლისს დახმარება ვთხოვე. ოჯახის ახლობელმა პოლიციელმა გვნახა და გვირჩია, საჯარო განცხადებებისგან თავი შეგვეკავებინა. მიმანიშნა, რომ მყავდა მეორე ბიჭიც…“ – აცხადებს ნინო ქაჯაია.

23 წლის ბიჭზე განხორციელებულ შესაძლო ფიზიკურ შეურაცხყოფას სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი.

“ამ ადამიანმა რამდენიმე დღის წინ მიმართა სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს. მას ვიზუალურადაც გარკვეული დაზიანებები აღენიშნებოდა. ქაჯაიას თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფა ქალაქ ბათუმის მე-6 განყოფილებაში მიაყენეს. ჩვენ აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა დავიწყეთ გამოვითხოვეთ მასალები. ამ დროისთვის აღნიშნულ საქმეს ვსწავლობთ”.- განუცხადა “მეტრონომს” ციალა ქათამიძემ სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა.

იტვირთბა....