ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დავით ბაქრაძე დაიკავებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, ევროინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე ინიშნება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბაქრაძეს თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრი ორშაბათს ოფიციალურად წარადგენს.

შეგახსენებთ, დავით ბაქრაძე მინისტრთა კაბინეტის წევრობის გარდა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრიც არის. ის პოლიტსაბჭოს წევრად პრემიერმა კვირიკაშვილმა პარტიულ ყრილობაზე წარადგინა.

იტვირთბა....