აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი საუკეთესო სურვილები ქართველი ხალხის მიმართ“ – გაერო-ს გენერალური მდივანი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც გაერო-ს გენერალური მდივანი მისალოც წერილში აღნიშნავს, ეროვნული დღესასწაულები შეგვახსენებენ, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიალოგი და სოლიდარობა გლობალური გამოწვევების დაძლევაში.

„თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თბილი მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ეროვნული დღესასწაულები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყნის მიერ განვლილი გზის, საერთაშორისო საზოგადოებაში მისი წვლილისა და მისი მომავლის განმსაზღვრელი მისწრაფებების გასააზრებლად. ისინი ასევე შეგვახსენებენ, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიალოგი და სოლიდარობა გლობალური გამოწვევების დაძლევაში.

დღეს მსოფლიო უმწვავესი გამოწვევების წინაშე დგას: არსებული ომების დასრულება და ახლის პრევენცია; კლიმატის კრიზისის დაძლევა; უთანასწორობის შემცირება და მოწინავე ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი მართვა. ამ და სხვა გამოწვევების დაძლევა მოითხოვს მრავალმხრივ თანამშრომლობაში განახლებული ენერგიით ჩართვას და მის მხარდაჭერას მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და ადამიანის უფლებების დასაცავად.

ნება მომეცით, ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი საუკეთესო სურვილები ქართველი ხალხის მიმართ.

გთხოვთ, მიიღოთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

იტვირთბა....