აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთი დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის ექსპორტის აკრძალვისთვის ემზადება

რუსეთის მთავრობა განიხილავს დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის ექსპორტის აკრძალვის შესაძლებლობას. ამის შესახებ რუსული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, ეს საკითხი 26 მაისს რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის ხელმძღვანელობით გამართულ თათბირზე განიხილეს, სადაც საწვავის ბაზარზე არსებული ვითარებაზე იმსჯელეს.

წყაროების თქმით, შეზღუდვები შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ამოქმედდეს და ერთიდან ორ თვემდე გაგრძელდეს.

„ინტერფაქსის“ ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ დიზელის ექსპორტის სრული აკრძალვა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ბაზარზე მისი საკმარისი რაოდენობაა.

რუსეთში პირველი აპრილიდან უკვე მოქმედებს ბენზინის ექსპორტის სრული აკრძალვა, რომელიც 31 ივლისამდეა ძალაში. ექსპორტის შეჩერება, მათ შორის, საწვავზე ფასების ზრდამ გამოიწვია, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს უკავშირდება. მაისში რუსეთის ავტოგასამართ სადგურებს ბენზინის დეფიციტიც შეექმნათ, უკრაინული დრონების მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმების ფონზე.

იტვირთბა....