ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში აცხადებენ, რომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე გარდაიცვალა, – ინფორმაციას ამის შესახებ 2030.news ავრცელებს.
ექიმ მაია რუხაძის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე მძიმედ იყო და დღეს გარდაიცვალა. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, 22 ივლისს ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. დაღუპულთა შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარიც იყო.