ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცვლილება: მოქალაქეები მუნიციპალური სერვისების მიღებას სხვა მისამართზე შეძლებენ

თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და სივრცის ადაპტირების მიზნით, თბილისის მერიის პირველ სართულზე, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში სარემონტო სამუშაოები იწყება, რის გამოც მუნიციპალური სერვისების მიღებას მოქალაქეები 1 აგვისტოდან, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, ჟ. შარტავას N7-ის ნაცვლად, კოსტავას N72-ში შეძლებენ.

მერიის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოებისა და სივრცის შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირების შემდეგ, თბილისის მერია მოქალაქეებს გაუმჯობესებულ და განახლებულ მუნიციპალურ სერვისებს შესთავაზებს: თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული მომსახურების სივრცე; სწრაფი მომსახურება; გაზრდილი სამუშაო საათები და მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა კვირაში 6 დღის განმავლობაში (შაბათის ჩათვლით); სრულფასოვანი და კვალიფიციური კონსულტაცია; სერვისების ხელმისაწვდომობა ყველა რაიონულ გამგეობაში; მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს დროებით შექმნილი დისკომფორტისთვის.

იტვირთბა....