NDI ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არასდროს, 21%-მა არ იცის, ასევე 21% ასახელებს “ნაციონალურ მოძრაობას”, 19% “ქართულ ოცნებას”, არ არსებობს ასეთი პარტია – 15%, 8% – უარი პასუხზე.
სხვა პარტიებს ასახელებს 6%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი – 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.