აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ჰამასი“ ადასტურებს, რომ ღაზაში ისრაელის დარტყმის შედეგად დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა 

„ჰამასი“ ადასტურებს, რომ ღაზაში ისრაელის დარტყმის შედეგად დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი მოჰამედ ოდეჰი დაიღუპა.

მედიის ცნობით, მოჰამედ ოდეჰი 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმების დროს „ჰამასის“ დაზვერვის ხელმძღვანელი იყო.

მათივე ინფორმაციით, ოდეჰი გასულ კვირას „ალ-ქასამის ბრიგადების“ ხელმძღვანელად აირჩიეს, მას შემდეგ, რაც ღაზაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ამ თანამდებობაზე მყოფი იზ ალ-დინ ალ-ჰადადი მოკლეს.

იტვირთბა....