უკრაინაში სამხედრო-სამრეწველო სადგური აფეთქდა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ნატო-ს წარმომადგენელია. ასევე, ორი დაშავებული მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქების შესახებ ინფორმაციას უკრაინის ცენტრალური რეგიონის სამხედრო პროკურატურა ავრცელებს.
აფეთქება უტილიზაციისთვის განკუთვნილი საბრძოლო აღჭურვილობის გადმოტვირთვის დროს უკრაინის სუმის ოლქში მდებარე ქიმიური პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სადგურზე მოხდა, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.