საქართველო ევროპაში ტერორისტული საფრთხის მიხედვით, ნაკლებად საშიშ ქვეყნებს შორის დასახელდა. საქართველოსთან ერთად შედარებით უსაფრთხო ქვეყნებად დასახელდა ნორვეგია, ირლანდია, ფინეთი და სხვა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული სააგენტო გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს მიხედვით ტერორისზმის მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია.
ბრიტანული სააგენტოს ინფორმაციით ყველაზე საშიში ქვეყნების პირველ შვიდეულში მოხვდა: ბრიტანეთი, თურქეთი, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ესპანეთი.
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა: ანდორა, სომხეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, უნგრეთი, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, მალტა, მოლდოვა, პოლონეთი, სან მარინო, სლოვენია და შვეიცარია.