ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფეთულა გიულენმა შესაძლოა აშშ დატოვა

ფეთულა გიულენმა, რომელსაც ოფიციალური  ანკარა სამხედრო გადატრიალებაში სდებს ბრალს, შესაძლოა აშშ-ში დატოვა,  -ინფორმაციას Reuters  ავრცელებს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის განცხადებით თურქეთის ხელისუფლებამ შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაცია მიიღო.

გავრცელებული ცნობით, გიულენი შესაძლოა ავსტრალიაში, მექსიკაში, კანადაში, სამხრეთ აფრიკასა ან ეგვიპტში გაიქცა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მცხოვრებ ფეთულა გიულენს ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და ვაშინგტონს მის გადაცემას სთხოვს. თავად გიულენი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

იტვირთბა....