ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელენე თევდორაძე „ნაციონალების“ წინააღმდეგ: „სხვებზე მეტი ვიცი იმაზე, შიგნით რა ხდებოდა“

შეწყალების კომისიის ყოფილი თვამჯდომარე, ელენე თევდორაძე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში  „ნაციონალური მოძრაობას“ ამხელს:

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები სულაც არ თვლიან, რომ მათი პარტიის წევრები სამართლიანად არიან დაპატიმრებულები. პირიქით _ ამბობენ, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები. “ნაციონალური მოძრაობის” თითოეული წევრი, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს, ნამდვილი კრიმინალები არიან. გარკვეული პერიოდი ვიყავი მათთან ერთად, ამიტომ შეიძლება სხვებზე მეტი ვიცი იმაზე, რაც შიგნით ხდებოდა, თუმცა ისინი დღემდე თვლიან რომ არაფერ შუაში არიან.

ისეთი მძიმეა სოციალური მდგომარეობა, რომ ხალხს ნაკლებად აინტერესებს პოლიტიკური ცხოვრება. ამდენი წელია, აღარ ვარ პოლიტიკაში, მაგრამ ხალხი მიცნობს. ადამიანები დღესაც მაჩერებენ ქუჩაში და მესაუბრებიან თავიანთ გაჭირვებაზე, გულისტკივილზე; მეკითხებიან, ვის მივცეთ ხმაო, დაბნეულია ერი. სოციალურმა მხარემ გადაწონა ყველაფერი. ხალხის მეხსიერება ასეთია. თავდაპირველად სწორად მსჯელობდნენ, უხაროდათ, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც კრიმინალს სჩადიოდნენ, დააკავეს, მაგრამ, როდესაც დროთა განმავლობაში ხედავ, რომ კიდევ ვერ მუშაობ, ოჯახს ვერ არჩენ, ყველაფერი გაძვირდა, იმედი გიცრუვდება.

საზოგადოებას, ალბათ, არ ემახსოვრება, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2003 წელს, პატიმრების რაოდენობა 18 000-დან 7 000-მდე შემცირდა. ეს ნიშნავდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები უფრო სინდისიერად უდგებოდნენ ადამიანების დაპატიმრებას. 2005 წელს კი უკვე 16 000 პატიმარი გვყავდა, 2007 წელს მათი რაოდენობა 24 000-მდე გაიზარდა. 2007 წლის შემდეგ პოლიტიკაში აღარ ვიყავი, მაგრამ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ვრჩებოდი. ჩემთან დღეში 100-მდე პატიმრის ოჯახის წევრები მოდიოდნენ ხოლმე. მე მათ ვუსმენდი და ვრწმუნდებოდი: პატიმრების უმეტესობა მხოლოდ იმიტომ იჯდა ციხეში, რომ ხელისუფლებას მათი ბიზნესი აინტერესებდა. აქედან გამომდინარე, ადეიშვილმა რაც განაცხადა, შეიძლება თავდაპირველად მისაღები იყო, მაგრამ ბოლოს ყველამ ნახა სამწუხარო შედეგი. კარგი გადაწყვეტილება იყო ე.წ. კანონიერი ქურდების შესახებ კანონის მიღება – ყველა დავაპატიმრეთ, ძალიან ბევრმა კი საქართველო დატოვა. მათ გაუსაძლის პირობებში მოუწიათ პატიმრობა – სოფელში ღორები უკეთეს პირობებში იყვნენ. ჩვენ გვინდოდა, გვენახვებინა, რომ ვსჯით, მაგრამ წლების შემდეგ ისინი, შესაძლოა, სხვანაირები გამოსულიყვნენ ციხიდან, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებებით ვაჩვენებდით, რომ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც პატიმრები იყვნენ ციხეში ჩასმამდე.“ – ამბობს ელენე თევდორაძე.

იტვირთბა....