ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ ევროპულ ინტეგრაციაზე უარის თქმით მეტ სარგებელს მივიღებთ

 

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა, რომლიდანაც ირკვევა, რომ გამოკითხული მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, 29% მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყანა მეტ სარგებელს იმ შემთხვევაში მიიღებს თუ რუსეთთან ურთიერთობის სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ ინტეგრაციაზე, 8% არცერთ მოსაზრებას ეთანხმება, ხოლო 10% ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ არის.

კვლევის შედეგების თანახმად, თბილისის მოსახლეობის 67%  სურს ევროპული ინტეგრაცია, 19% უნდა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ ევროინტეგრაციაზე უარის თქმა, 7%  არცერთ მოსაზრებას ეთანხმება, 6-მა პროცენტმა პასუხი არ იცის.

გარდა ამისა, ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის 55% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტი სარგებელს მიიღებს ევროინტეგრაციით, 26 მიიჩნევს, რომ იმავე მიზანს ქვეყანა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ ევროპულ ინტეგრაციას უარის თქმით მიაღწევს, 8 პროცენტი არცერთ მოსაზრებას ეთანხმება, 12-მა პროცენტმა კი არ იცის, რა აჯობებს.

კვლევის შედეგების თანახმად, სოფელში მცხოვრები მოსახლეობის 47 % ამბობს, რომ უმჯობესია საქართველოს ევროინტეგრაცია, 35%  მიაჩნია, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ ევროპულ ინტეგრაციაზე უარი უნდა ვთქვათ, 9%  არცერთ მოსაზრებას იზიარებს, ასევე 9%  არ აქვს პასუხი.

ამასთან, უმცირესობათა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის 29%  მიაჩნია, რომ საქართველო მეტ სარგებელს ევროპული ინტეგრაციით მიიღებს, 47% ჰგონია, რომ უმჯობესი იქნება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით ევროინტეგრაციაზე უარის თქმა, 6% არცერთ მოსაზრებას ეთანხმება, 16% კი პასუხი არ აქვს.

იტვირთბა....