თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაონის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭრელაშვილის, წერნაკის და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის, ლერმონტოვის, ქიქოძის, პაოლო იაშვილის, მაჩაბელის, ამაღლების, წავკისის, ბოლო აღმართის და ოქროყანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების მაცხოვრებლებს.