პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე “ამერიკის ხმასთან” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სუსი მის პარტიაზე ზეწოლას ახორციელებს.
“წინასაარჩევნო პროცესი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. ყველა დიდი ზეწოლის ქვეშ არის. ზეწოლას ხელისუფლება, სუსი ახროციელებს. მეტსაც გეტყვით, სუსი რაც მას ეხება რეალურად იმითი არ არის დაკავებული. ძალიან ბევრ ადამიანს შევთავაზეთ ჩვენს პარტიასთან ეთანამშრომლათ და პარტიის წევრები გამხდარიყვნენ. სუსმა ყველას დაურეკა, ზოგი დააშინა, ზოგს სამსახური შესთავაზა და ისინი უკვე სპეცსამსახურებში მუშაობენ”. – აცხადებს ბურჭულაძე.