ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

2 პირი დააკავეს: რატომ ჩხრეკდა პოლიცია ბურჭულაძის ოფისიდან გასულ პირებს

პაატა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრი წუხელ სამართალდამცველებმა დააკავეს. შემთხვევა თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის თემქის ოფისთან მოხდა. როგორც პარტიის წევრები ამტკიცებენ, სამართალდამცველები მთელი დღის განმავლობაში მათი ოფისიდან გასულ პირებს ახსნა-განმარტების გარეშე ჩხრეკდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანა მათ შემოწმების მიზნით გააჩერეს, რასაც მოგვიანებით დაპირისპირება და ორი პირის დაკავება მოჰყვა. ამ ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ავრცელებს.

გამოძიება დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. ინციდენტის შედეგად დაზიანდა ავტომობილიც, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა.

იტვირთბა....