გერმანიაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ქალაქ ანსბახში მოხდა. დაღუპულია თავად თავდამსხმელი, 27 წლის სირიიდან დევნილი, რომელიც ერთი წელი გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა და უარი მიიღო.
აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე მან ანსბახის მუსიკალურ ფესტივალზე შესვლა ვერ მოახერხა, მოგვიანებით კი თავი ერთ-ერთი რესტორნის წინ აიფეთქა.
მომხდარის შედეგად დაშავებულია 12 ადამიანი. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ქალაქში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. მიმდებარე ტერიტორიიდან 2 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ამ დროისთვის პასუხისმგებლობა მომხდარზე არავის აუღია. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ.