ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა 2 აგვისტოს გაგრძელდება

სასამართლო სხდომაზე  ცნობილი გახდა, რომ ყოფილი მერის გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 2 აგვისტოს გაგრძელება.

სხდომაზე “სისხლის სამართლის კოდექსის” 182-ე მუხლის შესახებ იმსჯელობენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი უგულავას საქმის განხილვის გადადებას გუშინ ითხოვდა.

შეგახსენებთ,  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით  საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

“მოსამართლეებს აშანტაჟებენ, რომ მათი ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების კომერციულ საქმიანობას შეავიწროებენ, რომ მათ ახლო ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით. ასევე, ემუქრებიან პირადი ხასიათის, ძირითადად ფალსიფიცირებული ინფორმაციის გასაჯაროებით. ყველა ეს ფაქტი უკავშირდება მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებს, რომლებიც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი”. – ამბობს პაპუაშვილი.

იტვირთბა....