ბიზნესმენ ლევან ვასაძის კომპანიამ „სამოსელმა პირველმა“ ქართველი ოლიმპიელებისთვის შეკერილ ტანსაცმელთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
“ოლიმპიური ნაკრების შესამოსელთან დაკავშირებით გავრცელდა აზრი, რომ თითქოს ეს სამოსი ქართული ტრადიციისათვის უცხო შუა აზიური ორნამენტიკის და სტილისაა. ამასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ: სამწუხაროა, რომ კომუნისტურმა ეპოქამ იმდენად დაგვაშორა მშობლიურ კულტურას, რომ ქართული უკვე უცხოდ გვეჩვენება. ეს სამოსი მოსასხამი წარმოადგენს საქართველოში გვიან შუასაუკუნეებში გავრცელებულ ქალის შესამოსელს. მისი სახელია ელეგი. იგი უმეტესად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ელეგი იკერებოდა მაუდისაგან , აბრეშუმისაგან ან ხავედისაგან. ნაქარგი ორნამენტებით სამოსის კიდეზე და სახელოებზე. მუზეუმის საცავებში არაერთი საინტერესო ნიმუშია დაცული”.-ნათქვამია განცხადბაში.
შეგახსენებთ, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი სპორტის 13 სახეობაში იასპარეზებს.