ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა.
22 წლის გოგონა დღეს დილით ჩამომხრჩვალი აბაზანაში იპოვეს. ახალგაზრდა ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.