ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტერაქტი ქაბულში: 29 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საპრტესტო მსვლელობის დროს მომხდარი აფეთქებისას  BBC-ის ინფორმაციით  სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა,  100-ზე მეტი კი დაშავდა.

აფეთქება ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის  ხაზარების  მიერ გამართულ აქციაზე მოხდა. აქციაზე იმ ფაქტს აპროტესტებდნენ რომ დაგეგმილი საავტობუსო მარშრუტი ხაზარების დასახლებას გვერდს უვლის.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  აქციაზე თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ამ დრომდე მომხდარზე პასუხიმსგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

 

 

იტვირთბა....