თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ეჭვმიტანილების სასამართლოს გარეშე დაკავების ვადა გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ერდოღანმა 1000-ზე მეტი კერძო სკოლის და 1200-ზე მეტი ასოციაციის დახურვის ბრძანება გასცა.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ქვეყანაში 60 000-ზე მეტი საჯარო მოხელეა დაკავებული. მათ შორის არიან სამხედროები, მოსამართლეები, პოლიციის, სასამართლოს და განათლების სფეროს თანამშრომლები.

