ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სპორტსმენების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ქუთაისის ინტრევენციული მედიცინის ცენტრის მკურნალი ექიმის, მაია რუხაძის ინფორმაციით, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან შესაძლოა, დღეს გაწერონ. გიორგი ლომინაძის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.
მისივე თქმით, გაუმჯობესდა სპორტსმენების მეუღლეების მდგომარეობაც.
შეგახსენებთ, ქუთაისი- სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოავარია 21 ივლისს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.