ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მიუნხენის პოლიცია: შეიარაღებული პირი მარტო მოქმედებდა

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში ერთი შეიარაღებული ადამიანი ისროდა და ის მარტო მოქმედებდა.  ამის შესახებ განცხადება მიუნხენის პოლიციამ გააკეთა.

სროლის შედეგად ბოლო მონაცემბით  9 ადამიანი დაიღუპა, მსროლელმა კი თავი მოიკლა.

პოლიციის თქმით, ეჭვმიტანილი  18 წლის გერმანია-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონეა, რომელიც მიუნხენში ცხოვრობდა.

მისი ვინაობა ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ამასთან, პოლიცია აცხადებს, რომ სროლის მოტივი უცნობია.

სროლის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი და დაშავდა 16, რომელთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

იტვირთბა....