რუსული მედიის ცნობით, ირკუტსკის ოლქში რუსული ბომბდამშენი Ту-22М3 ჩამოვარდა – გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ კატასტროფის ადგილზე ხანძარია.
გავრცელებული ცნობებით, თვითმფრინავის ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა მათი ზუსტი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი „ირკუტსკის ოლქში გეგმური სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს“, დაშვებისას ჩამოვარდა.

