სამართალი

ომარის ძმა ნაციხარია: “ოჯახს აქვს ვერსია, რომ მკვლელობა მალხაზ ქაფიაშვილმა ჩაიდინა”

შვილისა  და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მაგდა პაპიძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, პაპიძის ოჯახს ჰქონდა ეჭვი, რომ მკვლელობა მოკლულის ძმას, მალხაზ ქაფიაშვილს ჩაედინა, თუმცა ისინი ხელაღებით ამაზე ვერ საუბრობდნენ და დაცვის მხარის მიერაც გამოძიება ამ კუთხით არ წარმართულა.

ფხალაძემ აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის შემდეგ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა:

„ოჯახი ფიქრობს, რომ დედამთილი ვიღაცას ხელს აფარებს. კერძოდ, პაპიძის დედა ყვება, რომ პირველი სამძიმრის დღეს, საღამო პერიოდში, ლანა პაპიძესთან ერთად  სამზარეულოოში გავიდა. ერთ-ერთი ბიჭი, ციხეში მალხაზ ქაფიაშვილთან ერთად ნაჯდომი, ჩამუხლული იყო, ჩუმად ლაპარაკობდა და ასეთი ფრაზა გაიგო” – ყველაფერი ისე მიდის, ბრატ, როგორც ჩვენ გვინდა”. ოჯახის ერთ-ერთი ვერსია, ხომ არ არის, რომ მკვლელობა მალხაზ ქაფიაშვილმა ჩაიდინა?“

„იმედის დროშიც განაცხადა მაგდა პაპიძის დედამ, რომ კონკრეტულად ხელს ვერ დავადებო, მან  განაცხადა უბრალოდ ფაქტები, რომლებიც მისთვის გახდა ცნობილი, რასაც მოუსმინა, რაც გაიგო. ამ განცხადებაზე და მხოლოდ ამ სიტყვებზე დაყრდნობით, ბუნებრივია, გამოძიება ხელახლა არ დაიწყება იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ეს ორი ფრაზა არაა საკმარისი, რომ  რაიმე ახალზე იმუშაო. ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშიც აცხადებდა ეჭვებს, მაგრამ ბრალდების მხარის პოზიცია ცალმხრივად იყო ის, რომ იმ დროს, როცა ეს საშინელება მოხდა, ფიზიკურად თვითონ (მალხაზ ქაფიაშვილი) აქ არ იმყოფებოდაო და დანაშაულს ვერ ჩაიდენდაო. შეიძლება ადამიანი ფიზიკურად გარკვეულ ადგილას არ იყო, მაგრამ სხვას გააკეთებინო რაღაც. არ ვამბობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არვიცი, არვიცნობდი მალხაზ ქაფიაშვილს მანამდე, არ ვიცნობ დღეს და არ შემიძლია მის პიროვნებაზე და თეორიებზე ვისაუბრო, რომ შეეძლო თუ არა მას ეს გაეკეთებინა. მალზახ ქაფიაშვილი ჩემთვის არის გარდაცვლილის ძმა და იმისთვის, რომ მას არსებითი ბრალდება წაუყენო, რაღაც არგუმენტები უნდა გქონდეს. პირადად, ამის საფუძველი არ მაქვს. გამოძიებას არაფერი მოუპოვებია და გამოძიება ამ კუთხით, რომ ჩვენ წაგვემართა და რაღაცა მტკიცებულებები მოგვეპოვებინა, მსგავსი რამ არ ყოფილა“- აღნიშნა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მისი საქმე ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ განიხილა, რომლებმაც მას გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად გამოუტანეს, მოსამართლემ კი უვადო პატიმრობა შეუფარდა. პაპიძე დანაშაულს დღემდე არ აღიარებს.

იტვირთბა....