aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სონერ დ. აგარაში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 49,73 გრამი ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

იტვირთბა....