ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში დაიბარა.

როგორც საგამოძიებო უწყება განმარტავს, პაპუაშვილი მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაიბარეს.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა 21 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ მოსამართლეებზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებს აქვს ადგილი.

იტვირთბა....