„ბავშვთა სამყაროსთან“ გარემოვაჭრეები შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან. მათი პროტესტი აღებულმა დახლებმა გამოიწვია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და დახმარებით მიმართეს, ვაჭრობის გაგრძელების საშუალება ამ დრომდე მაინც არ აქვთ.
როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე ასფალტს აგებენ და მოვაჭრეების განცხადებით ადგილზე ხეები გვიან ღამით მოჭრეს, რა დროსაც სავარაუდოდ მათი დახლებიც აიღეს, აღნიშნულის შესახებ კი ისინი არავის გაუფრთხილებია.
მოვაჭრეები ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ.