უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობასთან დაკავშირებით დახმარება FBI-ს (აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიურო) და ევროკავშირს სთხოვა, -ინფორმაციას „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის პრესპიკერი, სვიატოსლავ ცეგოლკო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ტელეჟურნალისტი პაველ შერემეტი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში კიევში მუშაობდა, ავტოაფეთქებას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებისას შერემეტი საჭესთან იჯდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტის გარდაცვლების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სამი ძირითად ვერსიას განიხილავს: პროფესიული საქმიანობა, “რუსული კვალი” და პირადი მიზეზები.
როგორც უკრაინის გენრალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ განაცხადა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ჟურნალისტი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად გარდაიცვალა.