ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს.
„პარტიაში მოხდა მუხანათური საქციელი, რის გამოც ჩვენ დღეს აღმოვჩნდოთ პარტიის გარეთ, ხოლო ის ადამინები ვის გამოც დავტოვეთ პარტია, პარტიის ცენტრალურ თანამდებობზე არიან“ – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა წევრმა მანუჩარ აბაშიძემ.
აბაშიძე პარტიის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს.
პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, მათ არ უნდათ პასუხისმგებლობა აიღონ საზოგადოების წინაშე, „პატრიოტთა ალიანსის“ ქმედებებზე.
„პირადად მე და პარტიის წევრები ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვეწეოდით აქტიურ მუშაობას მოსახლეობასთან, ვაცნობდით ჩვენ პროგრამას სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, პრესით, ტელევიზიით და ვპირდებოდით, რომ ყველა მათ პრობლემაზე ვიზრუნებდით, რომელიც არსებობდა სოფელში თუ ამა თუ იმ რეგიონში. იმისთვის, რომ მოსახლეობასთან ტყუილი არ გამოგვივიდეს, მათ უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დავტოვეთ ამ პარტიის რიგები.“ – ამბობს მანუჩარ აბაშიძე.
“მეტრონომი” პარტიის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.